რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: მსოფლიო პუტინს ბირთვული იარაღის გამოყენების საშუალებას არ მისცემს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი
REUTERS/Valentyn Ogirenko

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანულ არხ BILD-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ პუტინის ბირთვული იარაღის მუქარის არ სჯერა. უკრაინის პრეზიდენტის აზრით, მსოფლიო მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების უფლებას პუტინს არ მისცემს

"არ მჯერა, რომ პუტინი ამ იარაღს გამოიყენებს. ჩემი აზრით, მსოფლიო მას ბირთვული იარაღის გამოყენების საშუალებას არ მისცემს". - თქვა ზელენსკიმ. 

ვლადიმირ პუტინმა დღეს, 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის ბრძანება გასცა და დასავლეთი გააფრთხილა, რომ "ბირთვული შანტაჟის" გაგრძელების შემთხვევაში, მოსკოვი მათ მთელი არსენალით უპასუხებს. 

"თუ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე დაემუქრება, ჩვენი ხალხის დასაცავად ყველა შესაძლო საშუალებას გამოვიყენებთ - ეს ბლეფი არ არის, რუსეთს თავდასხმაზე საპასუხოდ, დიდი რაოდენობით იარაღი აქვს". - თქვა პუტინმა. 

ასევე, პუტინმა NATO-ს ქვეყნების მაღალჩინოსნები რუსეთის წინააღმდეგ მასობრივი განადგურების, ბირთვული იარაღის გამოყენებასა და დასაშვებობაზე საუბარში დაადანაშაულა

"მათ, ვინც თავს უფლებას აძლევენ, ასეთი განცხადებები რუსეთის მიმართ გააკეთონ, მსურს შევახსენო, რომ ჩვენს ქვეყანას ასევე აქვს სხვადასხვა გამანადგურებელი საშუალებები, ზოგიერთ კომპონენტში კი – უფრო თანამედროვე, ვიდრე NATO-ს ქვეყნებს". - ამბობს პუტინი მიმართვაში. 

კომენტარები