ალა პუგაჩოვა

PET SHOP BOYS: აღფრთოვანებულნი ვართ ალა პუგაჩოვას გამბედაობითა და პატიოსნებით

Befunky

ბრიტანული პოპ დუო Pet Shop Boys ალა პუგაჩოვას განცხადებას გამოეხმაურა და რუს მომღერალს მხარი დაუჭირა.

"აღფრთოვანებულნი ვართ ლეგენდარული რუსი სუპერვარსკვლავის ალა პუგაჩოვის გამბედაობითა და პატიოსნებით, რომელმაც განაცხადა, რომ პუტინის დაწყებულმა ომმა რუსეთი გარიყულად აქცია". – წერია ბენდის ოფიციალურ გვერდზე.

19 სექტემბერს ცნობილმა რუსმა მომღერალმა, ალა პუგაჩოვამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც რუსეთის იუსტიციის სამინისტროს მიმართა.

"მივმართავ რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროს. გთხოვთ ჩამრიცხოთ უცხოეთის აგენტების რიგებში, ვინაიდან სოლიდარული ვარ ჩემი ქმრის(მაქსიმ გალკინი) მიმართ, რომელიც არის პატიოსანი, გულწრფელი, ნამდვილი და მოუსყიდავი პატრიოტი ადამიანი, რომელსაც სურს სამშობლოს განვითარება, მშვიდობიანი ცხოვრება, სიტყვის თავისუფლება, ასევე, სურს შეწყდეს ჩვენი ჯარისკაცების დაღუპვა ილუზორული მიზნებისთვის, რაც ჩვენს ქვეყანას გარიყულს ხდის და ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებას ართულებს" - წერს მომღერალი სოციალურ ქსელში.

17 სექტემბერს იუსტიციის სამინტრომ კომიკოსი მაქსიმ გალკინი უცხოეთის აგენტების სიაში შეიყვანა. თავად გალკინი ამ გადაწყვეტილებას ასე გამოეხმაურა:

"სცენიდან პოლიტკოსებს დავცინოდი და მომავალშიც დავცინებ. რასაც ვუზიარებ ჩემს გამომწერებს ჩემი პირადი აზრია და ამ აზრს აბსოლუტურად გულწრფელად გამოვთქვამ. ჩემი აზრები და შეხედულებები არ იყიდება, სინდისით არ ვვაჭრობ". 

უკრაინაში ომის დაწყების დღიდან გალკინი ღიად აკრიტიკებს პუტინის ხელისუფლებას. მალევე ცოლთან და შვილებთან ერთად მან ისრაელში გაემგზავრა. მოგვიანებით პუგაჩოვა რუსეთში დაბრუნდა. გალკინმა ისრაელში რამდენიმე კონცერტი გამართა, შემოსული ფულით კი უკრაინელ ლტოლვილებს დაეხმარა.

კომენტარები