რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი სამხედრო დაუმორჩილებლობისთვის სასჯელს ამკაცრებს

რუსი ოკუპანტები უკრაინაში
ТАСС

რუსეთის დუმას ქვედა პალატამ დაამტკიცა კანონი, რომელიც სამხედრო დაუმორჩილებლობისთვის სასჯელს ამკაცრებს, რაც რუსეთის მხრიდან აშკარა მცდელობაა უკრაინაში ბრძოლის ხაზზე დისციპლინა გააძლიეროს

რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატამ დაჩქარებული წესით დაამტკიცა. კანონპროექტი აწესებს მკაცრ სასჯელებს ბრძანებების შეუსრულებლობისთვის, დეზერტირობის ან მტერთან ჩაბარებისთვის. კანონის ამოქმედებისთვის საჭიროა ზედა პალატის დამტკიცება და შემდეგ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ხელმოწერა. 

ახალი კანონმდებლობით, სამხედრო ნაწილის დეზერტირებისთვის მოქმედი კანონით განსაზღვრული ვადა ორმაგდება და უკვე 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ მათთაც, ვინც საკუთარი ნებით ჩაბარდება მტერს. ხოლო ძარცვაში ბრალდებულებს თავისუფლების აღკვეთა 15 წლამდე ემუქრებათ. 

კიდევ ერთი ცვლილება ითვალისწინებს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას მათთვის, ვინც ბრძოლაში წასვლაზე ან ოფიცრის ბრძანების შესრულებაზე უარს იტყვის. ახალი კანონმდებლობის მიღება მოჰყვა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უკრაინაში ზოგიერთმა რუსმა ჯარისკაცმა უარი თქვა ბრძოლაზე და სცადა სამსახურიდან გადადგომა.

კომენტარები