ქართული ოცნება

ირაკლი კობახიძის დედამ TV პირველს სასამართლო დავა მოუგო

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დედამ, თამარ ზაალიშვილმა ტელეკომპანია პირველს სასამართლო დავა მოუგო. ინფორმაცია ტაბულას ტელეკომპანიის იურისტმა, ქეთი ზანდუკელმა დაუდასტურა. 

როგორც ზანდუკელი ამბობს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანიამ ზანდუკელს 5 555 ლარი უნდა გადაუხადოს, ჟურნალისტმა და პროდიუსერმა კი - 5-5. იურისტის თქმით, გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ. 

თამარ ზაალიშვილი განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის დირექტორის ყოფილი მოადგილეა. ტელეკომპანია პირველის ეთერში, გადაცემა ნოდარ მელაძის შაბათში თამარ ზაალიშვილზე სიუჟეტი "ყალბი დიპლომები სარდაფიდან" 2022 წლის 10 ივლისს გავიდა. სიუჟეტში ჟურნალისტი ყვება, რომ წერეთლსი ქუჩაზე ერთ-ერთ სარდაფში თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ყალბ დიპლომებს გასცემენ. სიუჟეტში უნივერსიტეტის ყოფილი თანამშრომელი, მარინა მიქაუტაძე ამბობს, რომ "სისტემურ დანაშაულზე" უწყებების დუმილის მიზეზი ირაკლი კობახიძე და მისი დედა, თამარ ზაალიშვილი იყვნენ, რომელსაც, მისივე ცნობით, გაყალბებულ დოკუმენტებზე ხელი აქვს მოწერილი. 

კომენტარები