NDI-ის კვლევა

NDI: ლგბტქი+ ადამიანების უფლებათა დაცვის მხარდამჭერების რაოდენობა გაიზარდა

დავით კუტალაძე 5 ივლისის ძალადობების დროს
Reuters

 ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI-ის) კვლევის მიხედვით, ლგბტქი+ ადამიანების უფლებათა დაცვის მხარდამჭერების რაოდენობა გაიზარდა.

მოსახლეობის 38%-ის აზრით, სექსუალური და გენდერული უმცირესობების უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია, 18% - ნეიტრალურად აფასებს. უფლებათა დაცვას 38% უმნიშვნელოდ თვლის.

კვლევა 14 ივლისიდან 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/-2 პროცენტია.

კომენტარები