რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პაპი ფრანცისკე: თავდასაცავად უკრაინისთვის იარაღის მიწოდება მორალურად მისაღებია

Reuters

პაპი ფრანცისკეს თქმით, ქვეყნების მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება მორალურად მისაღებია, რათა მან რუსული აგრესიისგან თავდაცვა შეძლოს. 

"ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელიც შეიძლება იყოს მორალური, მორალურად მისაღები, თუ იგი მორალის პირობებში მიიღება [...] შეიძლება ამორალური იყოს, თუ განზრახვა ომის პროვოცირება, ან არასაჭირო იარაღის გაყიდვაა. ამ ქმედების მორალურობა დიდწილად მოტივაციაზეა დამოკიდებული". – თქვა პაპმა.

მისი განმარტებით, რომის კათოლიკური ეკლესიის სამართლიანი ომის პრინციპები საშუალებას იძლევა პროპორციულად გამოიყენონ იარაღი აგრესორი სახელმწიფოსგან თავდასაცავად.

"თავდაცვა არა მხოლოდ კანონიერია, არამედ სამშობლოს სიყვარულის გამოხატულებაა. ვინც საკუთარ თავს არ იცავს, ვინც რაიმეს არ იცავს, არც უყვარს. ვინც რაიმეს იცავს, მას ის უყვარს". – თქვა პაპმა.

პაპმა ფრანცისკემ ასევე მოუწოდა უკრაინას, რომ ღია იყოს საბოლოო დიალოგისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ის მათთვის, შესაძლოა, მიუღებელი იყოს.

კომენტარები