როჯერ ფედერერი

"გასული 24 წელი შესანიშნავი თავგადასავალი იყო" – როჯერ ფედერერი კარიერას ასრულებს

ლეგენდარული ჩოგბურთელი, როჯერ ფედერერი კარიერას ასრულებს - წერილი მან Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

ფედერერის თქმით, ბოლო ტურნირი, რაშიც ის მონაწილეობას მიიღებს Laver Cup იქნება, რომელიც 23 სექტემბერს იწყება და 25 სექტემბერს სრულდება.

"როგორც ბევრმა თქვენგანმა იცით, გასულ 3 წელში გამოწვევები მქონდა ტრავმებისა და ოპერაციების სახით. ბევრი ვიმუშავე, რათა ჩემს ფორმას დავბრუნებოდი. თუმცა, ასევე ვიცი ჩემი სხეულის შესაძლებლობები და ლიმიტები და მისი ბოლოდროინდელი გზავნილი გასაგები გახდა. მე 41 წლის ვარ. 24 წლის განმავლობაში 1 500 თამაშზე მეტი ჩავატარე. ჩოგბურთი მომექცა იმაზე დიდსულოვნად, ვიდრე ოდესე ვიოცნებებდი და უნდა მივხვდე, როდის არის დრო, დავასრულო კონკურენტული კარიერა.

მომავალ კვირას ლონდონში გასამართი Laver Cup ჩემი საბოლოო ATP-ის ტურნირი იქნება. მე უფრო მეტ ჩოგბურთს ვითამაშებ მომავალში, რა თქმა უნდა, მაგრამ არა დიდ სლემის, ან რაიმე სხვა ტურნირზე". - წერს ფედერერი.

შვეიცარიული ჩოგბურთელი ასევე წერს, რომ ის ერთ-ერთ ყველაზე იღბლიან ადამიანად მიიჩნევს საკუთარ თავს, რადგან მიეცა ჩოგბურთის თამაშის განსაკუთრებული ნიჭი და ითამაშა იმაზე დიდ ხანს, ვიდრე ოდესმე წარმოიდგენდა.

როჯერ ფედერერს კარიერის მანძილზე 20 დიდი სლემის ტურნირი აქვს მოგებული.

კომენტარები