აშშ: 2014 წლიდან რუსეთმა ოცზე მეტ ქვეყანაში პოლიტიკური გავლენისთვის $300 მილიონზე მეტი დახარჯა

Mikhail Svetlov/Getty Images

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, რუსეთმა 2014 წლიდან ოცზე მეტ ქვეყანაში პოლიტიკოსებსა და თანამდებობის პირებზე გავლენის მოსაპოვებლად ფარულად $300 მილიონეზე მეტი დახარჯა.

სახელმწიფო დეპარტამენტის მიხედვით, ფული ძირითადად მოხმარდა ულტრამემარჯვენე ნაციონალისტური პოლიტიკური პარტიების მიერ მხარდაჭერილ კვლევით ცენტრებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა მეშვეობითაც ხდება სასურველი პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური ძალების დაფინანსება.

აშშ-ს დიპლომატები 100-ზე მეტი სახელმწიფოდან უზიარებდნენ თავიანთ მიგნებებს სახელმწიფო დეპარტამენტს.

აშშ-ს დაზვერვის მიხედვით, $300 მილიონი არის ის მინიმუმი, რისი დადგენაც ამ ეტაპზე მოხერხდა და რეალური ოდენობა, სავარაუდოდ, გაცილებით მეტია.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მხოლოდ აისბერგის წვერია და ჩვენ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ, რათა მეტი ინფორმაცია მოვაგროვოთ ამ საფრთხის შესახებ". – ამბობს აშშ-ს სახელმწიფო წარმომადგენელი.

სახელმწიფო დეპარტამენტის ვარაუდით, რუსეთი მომდევნო თვეებში გააძლიერებს ფარული დაფინანსებების სახით სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკაში ჩარევას, რათა ზიანი მიაყენოს მის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს.

კომენტარები