თბილისის მერია

კალაძე: შაბათს ლიბანის სკვერში კონცერტი გაიმართება – ძალიან მაგარი პროექტია

გლდანის რაიონში, სარაჯიშვილის გამზირზე არსებული შუა ზოლის, სარაჯიშვილის სკვერისა და ლიბანის სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. საკმაოდ მასშტაბური პროექტია, ძალიან მაგარი და ლამაზი პროექტი გამოდის, როდესაც მთლიანად დასრულდება სამუშაოები.

ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ დავამთავრეთ ლიბანის სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც მართლად ულამაზესი გამოვიდა, დაახლოებით, 6 000 კვადრატულ მეტრზეა საუბარი. მთლიანად განახლდა მწვანე სივრცეები, გაკეთდა ველობილიკი, ახალი ხე-მცენარეები დაირგა თავისი სარწყავი სისტემით, განათებით, შადრევანი გაკეთდა, არის ატრაქციონები ბავშვებისთვის, ფანჩატური მოეწყო, დასასვენებელი სივრცეები იმისთვის, რომ ყველა თაობის ადამიანმა კომფორტულად იგრძნოს თავი. ჩვენ შაბათს გვინდა ეს სივრცე კონცერტით გავხსნათ და ადგილობრივ მოსახლეობას მინდა მივაწოდო ინფორმაცია, რომ შაბათს, საღამოს 8 საათზე გაიმართება კონცერტი ლიბანის სკვერში. ვისაც სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ, მობრძანდეთ და ისიამოვნოთ როგორც არსებული სივრცით, ისიამოვნოთ ასევე კონცერტით... ძალიან მაგარი პროექტია.

თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

კომენტარები