დიდი ბრიტანეთი

რუსეთი, ბელარუსი და მიანმარი ელისაბედ II-ს დაკრძალვაზე არ მიიწვიეს – REUTERS

რუსეთის, ბელარუსისა და მიანმარის წარმომადგენლები დედოფალ ელისაბედ II-ს დაკრძალვაზე არ მიიწვიეს. ინფორმაციას Reuters-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს

რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, დიდმა ბრიტანეთმა დასავლელ პარტნიორებთან ერთად რუსეთისა და მისი მოკავშირე ბელარუსის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები დააწესა. ასევე, დიდ ბრიტანეთს სანქციები აქვს დაწესებული მიანმარის წინააღმდეგ, რადგან ლონდონი აზიის ქვეყანაში როჰინჯა თემის მხარდაჭერას აძლიერებს. 

როგორც მედია წერს, დიდ ბრიტანეთში ელისაბედ II-ს დაკრძალვას, დაახლოებით, 500-მდე უცხოელი მაღალჩინოსანი დაესწრება. მოწვევა გაუგზავნეს იმ ქვეყნების უმეტესობის ლიდერებს, რომლებთანაც ბრიტანეთს დიპლომატიური ურთიერთობა აქვს.  

ელისაბედ II-ს ორშაბათს, 19 სექტემბერს დაკრძალავენ.

კომენტარები