ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა – 13 სექტემბრის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან მიმართებით 0.36 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან 1.36 თეთრით. 13 სექტემბრის ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8378 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.8872 ლარი.

კომერციულ ბანკებში ერთი დოლარის ღირებულება 2.88 ლარია, ერთი ევროსი - 2.90 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.84 თეთრად შეგიძლიათ, ევროსი - 2.86 ლარად.

წინა კვირის დასაწყისში ევრო დოლართან მიმართებით პარიტეტს ჩამოცდა - €1-ს ღირებულება $0.9881 იყო, რაც 2002 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ბოლო დღეებში ევროს ღირებულებამ მოიმატა.

24 თებერვლიდან დღემდე, ევრომ დოლართან მიმართებით თავისი ღირებულების დაახლოებით 12% დაკარგა. ევროკავშირის 19 ქვეყნის ერთიანი ვალუტის გაუფასურება დიდწილად დოლარის სიძლიერითა და ევროზონის ეკონომიკური ზრდის პროგნოზების გაუარესებითაა განპირობებული. 

კომენტარები