რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ISW: ოკუპანტებმა ხერსონში ოპერატიულად მნიშვნელოვანი პუნქტი დატოვეს

ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სახალხო მილიციის სამხედრო
ria.ru

ამერიკული სამხედრო ანალიტიკური ცენტრის, ომის კვლევის ინსტიტუტის (ISWანგარიშის მიხედვით, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ძალებმა ხერსონის ოლქში სოფელ კისელივკასთან მდებარე ოპერატიულად მნიშვნელოვანი პუნქტი დატოვეს. 

როგორც ISW წერს, სატელიტის ფოტოები აჩვენებენ, რომ ქალაქ ხერსონიდან 15 კმ.-ში მდებარე კისელივკაში რუსული პოზიციებიდან საბრძოლო ტრანსპორტი, 4 დანადგარის გარდა, გასულია, რაც თანხმობაში მოდის რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ცნობებთან, რომ ე.წ. დსრ-ს ძალებმა კისელივკა დატოვეს და უკან დაიხიეს მდინარე დნეპრამდე.

როგორც ISW-ს ანგარიშშია ნათქვამი, კისელივკა ქალაქ ხერსონის გარეშემო მყოფი რუსული ძალებისთვის ოპერატიულად მნიშვნელოვანი პუნქტია, რადგან ის არის ბოლო დიდი დასახლება, რომელიც ახლოსაა უკრაინელი სამხედროების ამჟამინდელ პოზიციასა და ჩერნობაევკას შორის მდებარე E58 მაგისტრალთან და რკინიგზასთან.

ISW-ს მიხედვით, ამ პოზიციიდან რუსული ძალების გასვლა, შესაძლოა, მეტყველებდეს იმაზე, რომ რუსეთს ხერსონის ჩრდილო-დასავლეთ მისადგომების დაცვა გაუჭირდება და რუსი სამხედროები ამ ზონაში საკუთარ პოზიციებზე პირდაპირ საფრთხეს გრძნობენ.

12 სექტემბერს უკრაინის სამხრეთის ოპერატიული სარდლობის სპიკერმა, ნატალია გუმენიუკმა თქვა, რომ რუსული ძალები, რომლებიც მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე, ხერსონის ოლქში იმყოფებოდნენ, ცდილობდნენ დანებების მოლაპარაკებების წარმოებას, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.

კომენტარები