მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: მამაჩემის ნათქვამს სკეპტიკურად ვუყურებ, თუმცა მჯერა, რომ პოლიტიკიდან მიდის

მამაჩემის ნათქვამს ძირითადად სკეპტიკურად ვუყურებ. მე ვიცი, რომ ის სტრატეგიას ხშირად იცვლის, შესაბამისად, როდესაც ის ამბობს, რომ პოლიტიკიდან მიდის, შესაძლებელია, რომ ეს თავადაც არ დავიჯერო, მაგრამ ამჯერად ეს ჩემთვის სარწმუნოა, რადგან ის ჩამოვიდა საქართველოში, გარკვეული გეგმით, გარკვეული წარმოდგენით საკუთარ თავსა და იმ მდგომარეობაზე, რომელიც ქვეყანაშია. წლების განმავლობაში ჰქონდა მსოფლმხედველობა, რომ მიშას კვლავ აქვს გარდამტეხი როლი საქართველოს ისტორიაში და რომ მისი ჩამოსვლით პროცესები დაიძრებოდა - ეს იყო მოცემულობა. აღმოჩნდა, რომ მის ჩამოსვლას არ მოჰყვა ეს ყველაფერი. თითქმის 1 წელია ის ზის ერთ ოთახში და უწევს ამ ფაქტთან შეგუება. ამ ერთი წლის შემდეგ, ძალიან რთული წარმოსადგენია ჩემთვის, რომ სადმე წავიდეს და რამდენიმე თვეში გადაწყვიტოს ისევ, რომ მოდი, კიდევ ერთხელ ვცდიო, ეს იქნება სიგიჟე და მე მამაჩემი გიჟი არ მგონია. თუ ეს მართლა მოხდება, იქნება სრული აბსურდი და განწირული წარუმატებლობისთვის.

თქვა ექსპრეზიდენტის ვაჟმა, ედუარდ სააკაშვილმა TV პირველის ეთერში.

კომენტარები