ახმეტა

ახმეტაში 16 წლის მოზარდი ძიუდოში ვარჯიშის დროს დაიღუპა – IPN

Tabula

ახმეტის მუნიციპალიტეტში 16 წლის მოზარდი ვარჯიშის დროს გარდაიცვალა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

მედიის ცნობით, შემთხვევა სოფელ დუმასტურის სპორტულ დარბაზში მოხდა - მოზარდი ძიუდოში ვარჯიშობდა, რა დროსაც ქალა-ფუძის ტრავმა მიიღო და დაიღუპა.  

ტაბულა მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა - უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. 

კომენტარები