ახმეტა

ახმეტაში, სასაფლაოზე ახალგაზრდა მამაკაცის დამწვარი ცხედარი იპოვეს

flickr

ახმეტაში, სოფელ ზემო ხოდაშენში ახალგაზრდა მამაკაცის დამწვარი ცხედარი იპოვეს. პირველი არხის ცნობით, ცხედარი სასაფლაოზე მწყემსმა ნახა. შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია ბენზინიანი ავზიც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჩატარდა ყველა საგამოძიებო მოქმედება. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

კომენტარები