თავისუფლების ინსიტუტი

რეფორმატორების იდეოლოგიური სიმტკიცე არსებითი იყო მოქმედებისთვის – USAID თავისუფლების ინსტიტუტზე

გიგა ბოკერია და ლევან რამიშვილი

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის "კლეპტოკრატიის აღმოფხვრის შესაძლებლობის ფანჯრების წართმევის" მიხედვით, ქვეყნის შიგნით, ინსტიტუტებმა უნდა შეინარჩუნონ მჭიდრო ურთიერთობა წამყვან ანტიკორუფციულ აქტივისტებთან, რეფორმის სხვა დაინტერესებულ მხარეებთან და სამოქალაქო სექტორთან, ხოლო მაგალითად თავისუფლების ინსტიტუტი მოჰყავთ.

დოკუმენტის მიხედივით, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც თანამშრომლობენ სამოქალაქო საზოგადოებასთან საფუძველს უყრიან მომავალ შესაძლებლობებს.

"თბილისში დაფუძნებული თავისუფლების ინსტიტუტი დაარსდა 1996 წელს რამდენიმე ახალგაზრდა რეფორმატორის მიერ, რომლებიც ვარდების რევოლუციის შემდეგ ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები გახდნენ. როდესაც საქართველოში შესაძლებლობა გაჩნდა რეფორმატორების ამ ჯგუფის დიდიხნის გამომუშავებული იდეოლოგიური სიმტკიცე არსებითი იყო ახალი მთავრობის სწრაფად მოქმედებისთვის". - წერია დოკუმენტში.

კომენტარები