ევროკავშირი-საქართველო

კობახიძე: ენმ-ს, ლელოსა და გიორგი ვაშაძეს ევროინტეგრაცია აშკარად არ უნდათ

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობით ვმოქმედებთ. სამუშაო ჯგუფები შევქმენით, ყველას მასში ჩართვისკენ მოვუწოდეთ და ა.შ. ისინი თუ არ ერთვებიან, რა ვქნათ? ცალმხრივად ვერც დეპოლარიზაცია განხორციელდება და ვერც ვერავს ვაიძულებთ, რომ ამ პროცესში ჩაერთონ. დემოკრატიაა. ვიღაცას ევროინტეგრაცია არ უნდა: ნაციონალურ მოძრაობას, ლელოსა და ვაშაძეს აშკარად არ უნდათ ამ 12 პუნქტის შესრულება და არ ჩაერთვებიან. დემოკრატიაა და შეუძლიათ, საკუთარი საგარეო პოლიტიკური არჩევანი ჰქონდეთ. ჩვენი სურვილი კი არის ევროინტეგრაცია და კანდიდატის სტატუსის მიღება. ნუ, მათ ამის ეშინიათ, რომ თუ კანდიდატის სტატუსს მოგვანიჭებენ, ჩვენ ამით ქულებს დავიწერთ და ა.შ. ეშინოდეთ, მათ საკუთარი არჩევანი აქვთ, ეს დემოკრატიის ნაწილია. 

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები