აქ მიდის უკვე მართლა შეთანხმებული და ორკესტრირებული კამპანია, რომ საზოგადოებას დააჯერონ, თითქოს მთელი საქართველო მიდის საქართველოდან. მინდა, პირდაპირ გკითხოთ - მიგრაციის სტატისტიკას იცნობთ თუ არა?... იცით თუ არა, რომ ნაციონალური მოძრაობის დროს იყო ყველაზე მეტი ემიგრაციის მაჩვენებელი, ყველაზე მეტმა ადამიანმა დატოვა საქართველო სწორედ თქვენი მმართველობის დროს და მაშინ რომ უვიზო რეჟიმი ჰქონოდა საქართველოს ევროპასთან, მერწმუნეთ, მართლა შუქის ჩამქრობი არ დარჩებოდა ამ ქვეყანაში..
tbl.ge/64ff
დაკოპირდა

ქართული ოცნების ერთერთი ლიდერი არჩილ თალაკვაძე პლენარულ სხდომაზე. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2021 წელს საქართველო 99 974-მა ადამიანმა დატოვა, რაც 2020 წელთან შედარებით 34.6%-ით მეტია. 2019 წელს ეს რიცხვი 105 107 იყო.
ამავე თემაზე
- "სახელმწიფო უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით" შსს-მ კანონპროექტი მოამზადა
- მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან 32 უცხოელი გააძევა
- შსს: უცხო ქვეყნის კიდევ 31 მოქალაქე გავაძევეთ, წელს გაძევებულთა რიცხვი 1000-ს აჭარბებს
- მიგრაციის დეპარტამენტმა ქვეყნიდან კიდევ 121 უცხოელი გააძევა (VIDEO)
- მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 26 მოქალაქე გააძევა




