საქართველო-ევროკავშირი

დეგნანი: EU-ს სურს რეკომენდაციებზე იხილოს ძლიერი საპასუხო ქმედება საქართველოს მხრიდან

საქართველოს პოლიტიკური ლიდერებისა და ყველა ქართველის მიერ საჭიროა ევროკავშირის 12 რეკომენდაციაზე ფოკუსირება, რადგან ეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. სავსებით ნორმალური პროცესია, ბევრი ხედვა არსებობდეს, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ 12 რეკომენდაციის გატარება. საკმაოდ ძლიერი სიგნალი იქნება ევროკავშირისთვის, თუ საქართველო მოახდენს წარმოდგენილი განსხვავებული ხედვების ინტეგრირებას. კარგი სამუშაო იქნა გაწეული იმაზე, თუ როგორ მოხდეს რეკომენდაციებზე რეაგირება. ახლა ამოცანა არის, რომ მოხერხდეს ამ ხედვების ინტეგრირება ერთ დოკუმენტში, რომელიც გამოხატავს საქართველოში არსებული ხედვების მრავალფეროვნებას. ევროკავშირს სურს, იხილოს ხმათა ერთიანობა, ბევრი ხმა გაერთიანებული ერთ ძლიერ საპასუხო ქმედებად 12 რეკომენდაციაზე და მე იმედი მაქვს, რომ ეს სწორედ ის არის, რის გასაკეთებლადაც საქართველო არის მზად.

თქვა აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.

კომენტარები