მე და მიხეილ სააკაშვილი ვართ თანამებრძოლები, მე იმ პარტიის თავმჯდომარე ვარ, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა დააფუძნა, ის ქვეყნის მესამე პრეზიდენტია, რომელსაც აქვს ძალიან დიდი დამსახურება ამ ქვეყნისთვის, რასაც ისტორია შეაფასებს. მე და მიხეილ სააკაშვილი არ ვართ მეგობრები, ძმაკაცები არ ვართ და ვერ ვერასდროს ვიქნებით, რაღაც მიზეზების გამო. ამას დრო სჭირდება, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპი. მე არ მყავს ბევრი მეგობარი, არ შეიძლება ბევრი გყავდეს და დარწმუნებული ვარ არც მას. მაგრამ საუბარი იმაზე, რომ ჩვენ ერთმანეტს ვერ ვიტანთ, კი, ძალიან ბევრი გვიკამათია, ძალიან ბევრს ვიკამათებთ კიდევ, იმაზე ცხარედაც ვიდრე გგონიათ. მაგრამ იმაზე დიდი შეურაცხყოფა, ჩემთვის არ შეიძლება იყოს, ასეთი კითხვა რომ საერთოდ დაისვა. ვერ ვიტანთ ერთმანეთს - ეს არის სურვილი ბიძინა ივანიშვილის და კობახიძის.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
მელია: მე და სააკაშვილი მეგობრები არ ვართ, მაგრამ საუბარი, რომ ვერ ვიტან, შეურაცხმყოფელია
tbl.ge/64eh
დაკოპირდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია TV პირველის ეთერში ეხმიანება ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, რომელმაც თქვა, რომ ენმ-ში შიდა დაპირისპირებაა და მელია და სააკაშვილი ერთმანეთს ვერ იტანენ.
ამავე თემაზე
- ოპოზიციურ გაერთიანებაში სააკაშვილი ითამაშებს უმთავრეს როლს - ცისკარიშვილი მელიას
- ენმ: წულუკიანის ღალატის კომისიის დასკვნას რუსეთი გამოიყენებს
- ხაბეიშვილი ზურაბიშვილზე: უნდა ვუთხრათ სალომეს, რომ ცოტა აზრზე მოვიდეს
- ხაბეიშვილი: ზურაბიშვილი არც აქტუალურია ჩემთვის, არც საინტერესო – აღარ არის პრეზიდენტი
- მელია: პარტიაში, როგორც შპს-ში, მენეჯერების დანიშვნა და მერე გადანიშვნა რუსული ყაიდაა




