ბიძინა ივანიშვილი

უკრაინამ ივანიშვილი და 11 ქართველი სანქცირებისთვის იდენტიფიცირებულ პირთა სიაში შეიყვანა

ბიძინა ივანიშვილი

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ანტიკორუფციული სააგენტოს მხარდაჭერით შექმნილმა პროექტმა ბიძინა ივანიშვილი და 11 საქართველოს მოქალაქე სანქცირებისთვის იდენტიფიცირებულ პირთა სიაში შეიყვანა.

სანქცირებისთვის იდენტიფიცირებულ პირთა სიაში შედიან:

  • ბიძინა ივანიშვილი
  • ალექსანდრე ივანიშვილი
  • ქეთევან ხარაიძე
  • ირაკლი რუხაძე
  • გიორგი კაპანაძე
  • უჩა მამაცაშვილი
  • ტიტე მამაცაშვილი
  • ვანო ჩხარტიშვილი
  • დავით ხიდაშელი
  • სულხან პაპაშვილი
  • ლევან ვასაძე
  • ოთარ ფარცხალაძე

სანქცირების მოთხოვნის მიზეზი რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის მხარდაჭერაა.

კრემლის ქართველი საყრდენების გვარები უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ანტიკორუფციული სააგენტოს სანქცირების ჯგუფის ვებ-გვერდზე განთავსდა.

კომენტარები