თავდასხმა კანადაში

კანდაში ცივი იარაღით თავდასხმებს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა

REUTERS

კანდაში, სასკაჩევანის პროვინციაში ცივი იარაღით თავდასხმებს, სულ მცირე, 10 ადამიანი ესმხვერპლა, 15 კი დაშავდა. ადგილობრივი პოლიცია ორ ეჭვმიტანილს ამ დრომდე ეძებს.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმები 13 სხვადასხვა ადგილას მოხდა. ეჭვმიტანილები, დემიენ სანდერსონი და მაილს სანდერსონი, ამ დრომდე არ დაუკავებიათ. პოლიციის განცხადებით, ისინი შეიარაღებულები და საზოგადოებისთვის სახიფათოები არიან.

ადგილობრივი პოლიცია მოსახლეობას მოუწოდებს, რომ სამძებრო ოპერაციების წარმატებით დასრულებამდე, ქუჩაში გასვლისგან თავი შეიკავონ.

კანადის პრემიერმინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ კანადის ისტორიასი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ თავდასხმას "შემზარავი და გულსატკენი უწოდა".

"შემზარავი თავდასხმების გამო შოკირებული და განადგურებული ვარ. ამ საზიზღარი თავდასხმების უკან მდგომი პირები სასამართლოს წინაშე აუცილებლად უნდა წარდგნენ". - თქვა ტრუდომ.

კომენტარები