რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კრამონი: მრცხვენია, რომ უკრაინის დახმარების მხრივ გერმანია ასე ჩამორჩება თავის პოტენციალს

მე არ მომისმენია პესკოვის კომენტარი იმის შესახებ, რომ ისინი მზად არიან მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ, ეს ბევრს არ უნდა ნიშნავდეს. ბევრჯერ მოგვისმენია ეს რუსეთისგან და ეს ძირითადად გულისხმობს უკრაინის სრულ კაპიტულაციას, რუსეთის ცალმხრივი პირობებით და არანაირი სურვილი არ არსებობს რეალური მოლაპარაკებების. მაგრამ, დასავლეთის სახელმწიფოები, ვგულისხმობ საფრანგეთსა და გერმანიას, დიდი ალბათობით, ამ მახეში გაებმებიან, რადგან მათ ამის დიდი სურვილი აქვთ. ყოველ კვირა გერმანული მედია აქვეყნებს ახალ წერილს - "უკან დავბრუნდეთ, მშვიდობიანი მოლაპარაკების გზა ვიპოვოთ" და ა.შ. შესაბამისად, თუ ისინი გაიგებენ პესკოვის მოწოდებას, რომ მზად არიან მოლაპარაკებებისთვის, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ უკრაინის დახმარება და მათ კიდევ უფრო მეტი იარაღი უნდა მივაწოდოთ - მძიმე იარაღი, ტანკები და ა.შ. ყველაფერი, რაც კი შეგვიძლია, არა მხოლოდ განცხადებები, რასაც ხშირად ვისმენთ, მათ შორის კანცლერისგან, არამედ რეალური ქმედებები, რისი ნაკლებობაცაა და რაც ჩვენი პრობლემაა, მათ შორის სანდოობის მხრივ. ამერიკელები, მიუხედავად იმისა, რომ მეტი შეუძლიათ, მაინც ბევრს აკეთებენ. ბრიტანელებიც ასევე. ყველა ჩვენს აღმოსავლეთ ევროპის წევრ სახელმწიფოს კარგად ესმის, თუ რა დევს სასწორზე და აკეთებენ ყველაფერს, რაც შეუძლიათ. გერმანია, ამ მხრივ, ბევრს აკეთებს ფინანსურად, ჰუმანიტარული დახმარებითა და რეფორმებით, მაგრამ, ჩვენ უკეთ უნდა გავაცნობიეროთ ვითარება და მე, პირადად მრცხვენია, რამდენად ჩამოვრჩებით ჩვენს რეალურ პოტენციალს.

თქვა ევროპარლამენტარმა, მწვანეები/ევროპის თავისუფალი ალიანსის ჯგუფის წევრმა ვიოლა ფონ კრამონმა მაკკეინის ინსტიტუტის, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის და EPRC-ის თბილისში ორგანიზებულ ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაზე.

კომენტარები