აქ მოსვლა მნიშვნელოვანია, რათა შევახსენოთ ადამიანებს, რომ ეს კვლავ გრძელდება. 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ დაწყებული ომი ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ახლა სამყარო უკრაინაზეა კონცენტრირებული, მაგრამ რუსეთის დაპყრობითი ომები მეზობლების წინააღმდეგ უკრაინაში არ დაწყებულა, ის აქ, 2008 წელს, საქართველოში დაიწყო. მართალია ახლა უკრაინაში უფრო სასტიკები არიან, უფრო დიდ მასშტაბებზეა საუბარი, თუმცა ეს ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული. ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ის, რომ რუსეთი კვლავ აქ არის.
აშშ-საქართველო
ვოლკერი: რუსეთის დაპყრობითი ომები უკრაინაში არ დაწყებულა, ის 2008 წელს საქართველოში დაიწყო
tbl.ge/64cu
დაკოპირდა

თქვა NATO-ში აშშ-ს ყოფილმა ელჩმა, კურტ ვოლკერმა, რომელიც თბილისის საერთაშორისო კონფერენციის დიდება უკრაინას ფარგლებში საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა. 5-6 სექტემბერს, მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის, ჯორჯ ბუშისს ინსტიტუტი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი თბილისის მე-6 საერთაშორისო კონფერენციას დიდება უკრაინას უმასპინძლებენ. კონფერენცია ორი დღის განმავლობაში სასტუმრო თბილისი რუმს-ში გაიმართება.
ამავე თემაზე
- თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
- კობახიძე აშშ-ს: მზად ვართ, პირდაპირი დიალოგის გზით განვსაზღვროთ საერთო პრიორიტეტები
- საქართველოს პასუხი რუბიოს განცხადებაზე სრულიად კონტრპროდუქტიული იყო - კარაფანო
- ტრამპთან დალაგების ნაცვლად, ოცნებამ აშშ-სგან მძიმე დარტყმა მიიღო - გეგელია აქტზე
- აშშ დაძვრენის საშუალებას არ მისცემთ, ცვლილებები მოუწევთ – კარაფანო კობახიძის განცხადებაზე




