რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დიდი შვიდეულის ფინანსთა მინისტრები რუსულ ნავთობზე ფასის ჭერის დაწესებაზე შეთანხმდნენ

G7 დიდი შვიდეული

დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების ფინანსთა მინისტრები რუსულ ნავთობზე ფასის ზედა ზღვრის დაწესებაზე შეთანხმდნენ

G7-ის ფინანსთა მინისტრების საერთო განცხადებაში ნათქვამია, რომ ფასის ჭერის მიზანია რუსეთისთვის შემოსავლებისა და აგრესიული ომის დაფინანსების შესაძლებლობის შემცირება, პარალელურად, ენერგორესურსების მსოფლიო ფასებზე რუსეთის წარმოებული ომის გავლენის შემცირება, განსაკუთრებით დაბალშემოსავლიანი ქვეყნებისთვის. 

შეთანხმების მიხედვით, რუსული ნავთობის ზღვით გადატანა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი ნაყიდია ფასის ჭერის ტოლ, ან უფრო დაბალ ფასად.

საერთო განცხადებაში ნათქვამია, რომ სასწარფოდ დაიწყებენ შეზღუდვის იმპლიმენტაციაზე მუშაობას.

რუსეთის პრემიერმინისტრის მოადგილის, ალექსანდრ ნოვაკის თქმით, რუსეთი შეწყვეტს ნავთობის მიწოდებას ქვეყნებისა და კომპანიებისთვის, რომლებიც რუსეთს ფასის ჭერს დაუწესებენ.

"თუ ისინი ფასზე შეზღუდვებს შემოიღებენ, ჩვენ უბრალოდ აღარ მივაწვდით ნავთობს ასეთ კომპანიებს, ან სახელმწიფოებს, რომლებიც ამ შეზღუდვებს დააწესებენ, რადგან ჩვენ არ ვაპირებთ არაკონკურენტულ პირობებში მუშაობას". – თქვა ნოვაკმა.

კომენტარები