რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი: შევწყვეტთ ნავთობის მიწოდებას ქვეყნებისთვის, რომლებიც ფასის ჭერს დაგვიწესებენ

რუსეთის პრემიერმინისტრის მოადგილის, ალექსანდრ ნოვაკის თქმით, რუსეთი შეწყვეტს ნავთობის მიწოდებას ქვეყნებისა და კომპანიებისთვის, რომლებიც რუსეთს ფასის ჭერს დაუწესებენ.

"თუ ისინი ფასზე შეზღუდვებს შემოიღებენ, ჩვენ უბრალოდ აღარ მივაწვდით ნავთობს ასეთ კომპანიებს, ან სახელმწიფოებს, რომლებიც ამ შეზღუდვებს დააწესებენ, რადგან ჩვენ არ ვაპირებთ არაკონკურენტულ პირობებში მუშაობას". – თქვა ნოვაკმა.

G7-ის სახელმწიფოების ფინანსთა მინისტრები რუსული ნავთობისთვის ფასის ჭერის დაწესების განსახილველად დღეს, 2 სექტემბერს გამართავენ შეხვედრას.

"ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის ყველაზე ეფექტური გზა, პუტინის შემოსავლებზე დარტყმა მივიტანოთ და ეს შედეგად არა მხოლოდ პუტინის შემოსავალს შეამცირებს, არამედ, გლობალურად, ენერგიის ფასსაც". თქვა თეთრის სახლის პრესსპიკერმა, კარინ ჯინ-პიერმა. 

კომენტარები