ბიძინა ივანიშვილის დეპუტატები

მაჭარაშვილი ზურაბიშვილზე: კონსტიტუციაში მისი ფუნქციები დღემდე ვერ ისწავლა

გურამ მაჭარაშვილი
mkhare.ge

ივანიშვილის დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუციაში მისი ფუნქციები დღემდე ვერ ისწავლა. აგრეთვე, მაჭარაშვილმა პრეზიდენტს მიმართა, რომ არ დაავიწყდეს, თუ ვის მიერ არის ის არჩეული საქართველოს პრეზიდენტად.

"საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა, რბილად რომ შევაფასოთ, სამართლებრივადაც და ადამიანურადაც აბსოლუტურად მიუღებელი იყო. სამართლებრივად იმიტომ, რომ სამწუხაროდ, პრეზიდენტმა კონსტიტუციაში მისი კონკრეტული ფუნქციები დღემდე ვერ ისწავლა. ყოველი მისი განცხადება არა მხოლოდ არ ემთხვევა კონსტიტუციაში მის ფუნქციებს, არამედ, პირიქით, დეესკალაციისკენ კი არა, ესკალაციისკენ არის მიმართული. სალომე ზურაბიშვილს რაღაც როლის აღება უნდა ხოლმე. ზოგადად ეს კარგია, თუმცა, ის ვერ ახერხებს, რომ საყოველთაო შერიგების სათავეში იდგეს, ესეც არ გამოსდის

[...] მის ბრიფინგში, თუ არ ვცდები, 70 თუ 80% ჩვენზე და ჩვენ მიერ გაკეთებულ განცხადებებზე ისაუბრა. ეს რომ უმნიშვნელო ყოფილიყო, ბუნებრივია, ამ განცხადებებს ამდენ დროს არ დაუთმობდა [...] ერთი კონსტიტუციური ორგანო, პრეზიდენტი მეორე კონსტიტუციური ორგანოს წარმომადგენლებს, პარლამენტის წევრებს აგდებულად მოიხსენიებს და ვერც დაითვალა, ქართული ოცნებიდან 3 გავიდა თუ 4. აქაც ეტყობა, რომ ან ეშლება და ან აქაც აგდებულად იხსენიებს იმ დეპუტატებს, რომლებიც იმ ამომრჩევლებმა ამოირჩიეს, რომელთაც სწორედ ჩვენი რეკომენდაციებით მივეცით საშუალება, რომ საქართველოს პრეზიდენტი აერჩიათ. ზურაბიშვილს არ დაავიწყდეს, ვის მიერ არის ის არჩეული [...] პრეზიდენტი პარტიულ კუთვნილებას მაინც რაღაცნაირად აფიქსირებს ხოლმე". - თქვა მაჭარაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 1 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე ივანიშვილის დეპუტატების ოთხეულზეც ისაუბრა. ზურაბიშვილის თქმით, მთავრობა უნდა გაემიჯნოს ოთხეულის განცხადებებს, რადგან ისინი "წარმოუდგენელი ტექსტებითა და რიტორიკით" გამოდიან. 

კომენტარები