ე.წ. მოსმენების კანონი

ზარქუა ზურაბიშვილზე: სააკაშვილის რეჟიმისგან ყველას გვაქვს განცდა, რომ გვისმენენ

ქალბატონ სალომეს გაუჩნდებოდა ეს განცდა, კი, ისევე, როგორც, სამწუხაროდ, სააკაშვილის რეჟიმისგან ყველას გვაქვს მენტალიტეტში ეს განცდა, რომ გვისმენენ. იმ რეჟიმის დროს, მოწყობილებებს რომ დადებდით, ოპერატორებსაც კი უსმენდნენ, ერთმანეთში რას ლაპარაკობდნენ ტელეფონებში [...] საიდან აქვს ეს აღქმა-თქო და ქალბატონი ზურაბიშვილი იმ დროსაც საქართველოში ცხოვრობდა. ჩვენ გვახსოვს, თუ როგორ ხდებოდა მოსმენები. შეიძლება, ამის გამოძახილია და ამის განცდა აქვს.

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ჯერ კიდევ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც სადმე რომ შევდივართ და საუბარი გვინდა, ვფიქრობთ, ტელეფონი გავიტანოთ თუ დავიტოვოთ?

კომენტარები