ე.წ მოსმენების კანონი

ომბუდმსმენი მოსმენების კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს

უჩა ნანუაშვილი
სახალხო დამცველის აპარატი

სახალხო დამცველი ე.წ. მოსმენების კანონის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.

უჩა ნანუაშვილის თქმით, შესაბამისი სარჩელი რამდენიმე დღეში მზად იქნება.

უკანონო მოსმენების შესახებ ომბუდსმენმა 2016 წლის ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.

ანგარიშში გაკრიტიკებულია ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების პასუხად შეიმუშავა.

ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ კვლავ ძალაში რჩება ნორმა, რომელიც სახელმწიფო ორგანოებს აძლევს უფლებას, ჰქონდეთ მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირების და კომუნიკაციის შინაარსის რეალურ დროში მიღების უწყვეტი შესაძლებლობა.

„ცვლილებები არ შეესაბამება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და არ შეიძლება შეფასდეს ადამიანების პირად ცხოვრებაში დაუსაბუთებელი ჩარევის მნიშვნელოვანი საფრთხის გამომრიცხავ გარანტიად”, - აღნიშნავს ომბუდსმენი.

კომენტარები