ალექსანდრ ლუკაშენკო

ლუკაშენკო ბელარუსის არსებობას ლავრენტი ბერიას უმადლის

ბელარუსის დიქტატორი პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო თვლის, რომ ბელარუსი დღეს ლავრენტი ბერიას წყალობით არსებობს.

ლუკაშენკოს აზრით, ბელარუსს დასავლეთი "გათელავდა", საბჭოთა კავშირს რომ არ ჰქონოდა ბირთვული იარაღი, რომელზეც ლავრენტი ბერია მუშაობდა.

"ლავრენტი ბერია – ხალხის მტერი, მაგრამ, ვფიქრობ, დღეს ვერ ვიარსებებდით და ჯვაროსნული ლაშქრობა იქიდან (დასავლეთიდან), ბელარუსიდან აღმოსავლეთისკენ, არ დაიწყებულა, იმიტომ, რომ არსებობდა ბერია, რომელიც უძღვებოდა ბირთვული იარაღის შექმნის პროცესს. ბირთვული იარაღი, რომელიც ჩემთვის მიუღებელია და ვერ ვიტან, მაგრამ, რომელიც, საბედნიეროდ, ჩვენ გვაქვს, ამ შემთხვევაში – რუსეთს. ეს შეკავების იარაღია. ისინი (დასავლეთი) დიდი ხნის წინ გაგვთელავდნენ, პასუხის რომ არ ეშინოდეთ, ბირთვული იარაღის. ეს სტალინის და ბერიას [დამსახურებაა]".

კომენტარები