რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსები IAEA-ს მისიის შეთანხმებულ მარშრუტს ბომბავენ – თავდასხმის გამო ერთი ენერგობლოკი დაიხურა

ზაპოროჟიე

ოკუპანტების მიერ დაბომბვის გამო ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მეხუთე ენერგობლოკი დაიხურა, რომელიც ობიექტში ორი მოქმედი რეაქტორიდან ერთ-ერთია. ინფორმაციას ენერგოატომი Telegram-ზე ავრცელებს. 

"ატომის მისიის ვიზიტის წინა დღეს, რუსებმა ახალ პროვოკაციებს მიმართეს. 1 სექტემბერს, 4:57 საათზე, ადგილზე რუსეთის საოკუპაციო ძალების ნაღმტყორცნებიდან მორიგი თავდასხმის შედეგად ზაპორიჟჟიას ატომური ელექტროსადგურის ავარიული დაცვა ამოქმედდა და მოქმედი მე-5 ენერგობლოკი გამოირთო".- აღნიშნულია განცხადებაში. 

გარდა ამისა, ოკუპანტებმა დააზიანეს ეელქტროსადგურის 330 კვ დამხმარე ელექტროგადამცემი ხაზი. მათივე ცნობით, გარდამავალ რეჟიმში, დიზელის გენერატორების გაშვებით გამოირთვება N2 არამოქმედი ენერგობლოკის ელექტრომომარაგება.

ელენრგოატომმა აღნიშნა, რომ ბოლო 10 დღის განმავლობაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ოკუპანტების დანაშაულებრივმა ქმედებებმა გამოიწვია დანაყოფის გამორთვა და სადგურის დეენერგია.

მე-6 ენერგობლოკი აგრძელებს მუშაობას უკრაინის ენერგოსისტემაში და ამავდროულად კვებავს საკუთარ საჭიროებებს ეელქტროსადგურში. ენერგოატომი აღნიშნავს, რომ სადგურის უკრაინული პერსონალი ყველაფერს აკეთებს ინფრასტრუქტურის დაზიანების აღმოსაფხვრელად.

თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ცნობით, დამპყრობლებმა ცეცხლი გაუხსნეს როგორც ქალაქ ენერგოდარს, ასევე ზაპოროჟიერს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიას. კერძოდ, რუსებმა შეუტიეს საცხოვრებელ უბნებს. ასევე, დაიწყეს ნაღმტყორცნებიდან დარტყმა ზაპოროჟიეს ტერიტორიისა და ატომური რეაქტორების უშუალო სიახლოვეს.

აღსანიშნავია, რომ გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურამდე მისვლას ვერ ახერხებს, რადგან რუსები შეთანხმებულ მარშრუტებს ბომბავენ. ინფორმაცია ენერგოდარის მერმა გაავრცელა. 

მისიის ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ ისინი მაინც ჩავლენ ატომურ ელექტროსადგურში, მიუხედავად ძლიერი დაბომბვის შესახებ გავრცელებული ინფორმაციისა.

"აქამდე რომ მივედით, ჩვენ არ ვჩერდებით."- აღნიშნავს გროსი. 


25 აგვისტოს, ისტორიაში პირველად, ენერგოქსელიდან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ყველა ბლოკი გაითიშა

ენერგოატომის ინფორმაციით, 25 აგვისტოს ზაპოროჟიეს თერმული ელექტროსადგურში გაჩენილმა ხანძარმა გამოიწვია ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უკანასკნელი, მეოთხე კავშირის ხაზის ორჯერ გათიშვა. დანარჩენი სამი ხაზი აქამდე რუსი ოკუპანტების იერიშების შემდეგ გაითიშა. შედეგად, ქსელიდან გაითიშა უკანსკნელი მოქმედი ორი ენერგობლოკი. 

26 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ზაპოროჟიეს ატომური სადგურისთვის ელექტროენერგიის მიწოდება თბოსადგურის ერთი წყაროდან განახლდა.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური 4 მარტიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელშია. დაწესებულების უკრაინელ ინჟინრებს მუშაობის გაგრძელება რუსეთის ზედამხედველობის ქვეშ შეეძლოთ.

ევროკავშირმა და 40-ზე მეტმა ქვეყანამ რუსეთს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა.

კომენტარები