რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

CNN: კონტრშეტევის დაწყებამდე, აშშ-მ უკრაინასთან ერთად "სამხედრო თამაშები" ჩაატარა

უკრაინელი სამხედროები ტანკზე, უკრაინა, დონეცკის ოლქი, 2022 წლის 19 აგვისტო
Anatoli Stepanov/AFP/Getty Images

CNN-ის ინფორმაციით, სამხრეთ უკრაინაში კონტრშეტევის დაწყებამდე, აშშ-მ უკრაინასთან ერთად "სამხედრო თამაშები" ჩაატარა და ასევე მოუწოდა, რომ ოპერაციები შეზღუდული ყოფილიყო, რადგან მიზნებისა და გეოგრაფიის გადაჭარბება თავიდან აეცილებინათ და რამდენიმე ფრონტზე არ გაჭედილიყვნენ. ამის შესახებ CNN-თან აშშ-ს წარმომადგენლებმა, დასავლელმა ოფიციალურმა პირებმა და უკრაინის წარმომადგენლებმა ანონიმურად ისაუბრეს. 

როგორც წყაროები ამბობენ, ამ განხილვების ფარგლებში შედიოდა "სამხედრო თამაშებში" ჩართვაც, რაც ანალიტიკური წვრთნების სახეა, რომლის მიზანი იყო უკრაინელ სამხედროებს გაეგოთ, თუ რა ძალები სჭირდებოდათ მოვლენების განვითარების სხვადასხვა სცენარისთვის.

ამერიკელი და უკრაინელი ოფიციალური პირების თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები თავდაპირველად უფრო ფართო კონტრშეტევას განიხილავდა, თუმცა მისია მხოლოდ სამხრეთის, ხერსონის მიმართულებით შეამცირეს.

"შეერთებულ შტატებს უკრაინასთან აქვს რუტინული სამხედრო დიალოგი, სხვადასხვა დონეებზე. ამ ჩართულობასთან დაკავშირებით კონკრეტულ კომენტარებს არ გავაკეთებთ. ზოგადად, ჩვენ უკრაინელებს ვაწვდით ინფორმაციას, რათა დავეხმაროთ უკეთ გაიგონ საფრთხეები, რომელთა წინაშეც არიან და დაიცვან საკუთარი ქვეყანა რუსეთის აგრესიისგან. ოპერაციებზე საბოლოო გადაწყვეტილებებს უკრაინელები იღებენ". – თქვა CNN-თან პენტაგონის სპიკერმა, ბრიგადის გენერალმა პატრიკ რაიდერმა.

კომენტარები