ევროკავშირი-რუსეთი

ფონ დერ ლეიენი: ევროკავშირმა გაზსაცავების 80% უკვე შეავსო

ურსულა ფონ დერ ლეიენი

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენის თქმით, ევროკავშირმა წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე გაზსაცავების 80% შეავსო და დასახულ მიზნებს ვადაზე ადრე მიაღწია.

"ევროკავშირის დონეზე ჩვენ ვახდენთ წყაროების დივერსიფიკაციას, ვზოგავთ ენერგიას და ვინახავთ მას. ჩვენი გაზსაცავები უკვე 80%-ით სავსეა". - თქვა მან.

ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ რუსულ საწვავზე ევროკავშირის დამოკიდებულების შესამცირებლად განახლებადი ენერგიის წყაროებია საჭირო.

კომენტარები