რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ნავალნის გუნდმა ომის 200 მხარდამჭერის სია გამოაქვეყნა, რომელთა დაუყოვნებლივ სანქცირებას ითხოვს

პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გუნდმა გამოაქვეყნა 200 რუსი სახელმწიფო თანამდებობის პირის, ჟურნალისტისა და პოპულარული ადამიანებისგან შემდგარი სია, რომლებსაც დაუყონებლივ უნდა შეეხოთ დასავლეთის სანქციები რუსეთის აგრესიის ღია მხარდაჭერისთვის.

ნავალნის გუნდის, საერთაშორისო ანტი-კორუფციული ფონდის (MFBK)-ს მიხედვით, სიის შედგენა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დავალებით მოხდა. განცხადების მიხედვით, სიაში მოხვედრილი ადამიანები რუსეთის მიერ უკრაინაში ომის წარმოებაში პირდაპირ არიან პასუხისმგებლები.

სიაში შედიან რუსი სამხედროები, ფედერალური მინისტრები, დეპუტატები, ოლიგარქები და კრემლის პროპაგანდისტები. სიაში განსაკუთრებული ყურადღება იყო გამახვილებული ფინანსთა მინისტრსა და უსაფრთხოების საბჭოს წევრზე, ანტონ სილუანოვზე, პრეზიდენტის თანაშემწეზე,  ვლადიმირ მედინსკიზე, ცენტრალური ბანკის თავჯდომარეზე, ელვირა ნაბიულინაზე, ბიზნესმენ, ისკანდარ მახმუდოვზე და ჟურნალისტებზე, ეკატერინა ანდრეიევა და თინა კანდელაკზე. 

სიაში ასევე მოხვდნენ მსახიობი მარატ ბაშაროვი, მომღერალი ფილიპ კირკოროვი და კრემლის ულტრანაციონალისტი პროპაგანდისტი, ალექსანდრ დუგინი. 

კომენტარები