რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გასულ 24 საათში რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში 4 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში დონეცკის ოლქი დაბომბეს. მათი იერიშების შედეგად 4 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 2 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაცია დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პავლო კირილენკომ გაავრცელა.

"რუსები მშვიდობიან მოქალაქეებს კლავენ. მხოლოდ 30 აგვისტოს მათ 4 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. ჩვენს მიწაზე ჩადენილი დანაშაულისთვის თითოეული რუსი პასუხს აგებს". - წერს კირილენკო.

კირილენკომ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ამ დროისთვის მსხვერპლის ზუსტი რაოდენობის დადგენა მარიუპოლსა და ვოლნოვახაში შეუძლებელია, რადგან ეს ქალაქები რუსი ოკუპანტების მიერ დროებით ოკუპირებულია და უკრაინულ ძალებს მასზე წვდომა არ აქვთ.

კომენტარები