სასამართლომ ყოფილი მორაგბე ცოლის მკვლელობაში 40 წლის შემდეგ ცნო დამნაშავედ

BBC

სიდნეის სასამართლომ 74 წლის ყოფილი მორაგბე, კრის დოუსონი ცოლის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო.

სპორტსმენის ცოლი 1982 წელს უცნაურ ვითარებაში გაუჩინარდა. თავად დაუსონის თქმით, ცოლმა ის და მათი ორი შვილი მიატოვა. პოლიციამ დოუსონის ცოლის კვალს ან სხეულს ვერ მიაკვლია. 

დიდი ხნის წინ დავიწყებულმა საქმემ 2018 წელს პოდკასტ The Teacher's Pet-ის ყურადღება მიიპყრო. პოდკასტის ავტორების მიერ ჩატარებული გამოძიების საფუძველზე სიდნეის პროკურატურამ საქმე აღძრა.

საქმის მასალების მიხედვით, დოუსონს ოჯახის ძიძასთან ჰქონდა კავშირი და ცოლთან ურთიერთობის დასრულება უნდოდა. სპორტსმენმა ცოლი მოკლა და სხეული გადამალა. ორი წლის შემდეგ ის ძიძაზე დაქორწინდა. მეორე ცოლს დოუსონი 1993 წელს გაეყარა.

კრის დოუსონი ყველა ბრალდებას უარყოფს. მისი თქმით, 1982 წლის შემდეგ ყოფილი ცოლი არაერთხელ დაუკავშირდა ტელეფონით, თუმცა დაცვის მხარემ სატელეფონო ზარების მტკიცებულება ვერ წარმოადგინა. დოუსონი სააპელაციო სასამართლოსთვის მიმართვას აპირებს. 

ახლო მომავალში ცნობილი გახდება, თუ რამდენ წელს მიუსჯის სასამართლო მას.

დოუსონმა სპორტული კარიერის ძირითადი წლები სიდნეის კლუბ Newton Jets-ში გაატარა.

კომენტარები