რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შოლცი: უკრაინის, მოლდოვისა და პერსპექტივაში საქართველოს ადგილი ევროპაშია

ოლაფ შოლცი მადრიდის სამიტზე, 2022 წლის 29 ივნისი.
Javier Soriano/AFP/Getty Images

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცმა პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ დააფიქსირა გერმანიის მყარი მხარდაჭერა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის მიმართ და აღნიშნა, რომ დასავლეთ ბალკანეთის ექვსი ქვეყანა, ასევე, უკრაინა, მოლდოვა და პერსპექტივაში საქართველოც უნდა გახდნენ ბლოკის წევრები.

"უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკის, პერსპექტივაში საქართველოს და რა თქმა უნდა, დასავლეთ ბალკანეთის ექვსი სახელმწიფოს ადგილი ჩვენთან, ევროპის თავისუფალ, დემოკრატიულ ნაწილშია. მათი ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს ინტერესებშია". – თქვა შოლცმა. 

გერმანიის კანცლერის თქმით, გერმანია აგრძელებს უკრაინის ახალი შეიარაღებით მომარაგებას და მიზანი უკრაინის შეიარაღებული ძალების კიდევ უფრო გაძლიერებაა. 

"მომდევნო კვირებსა და თვეებში, ჩვენ უკრაინას ახალ თანამედროვე იარაღს გავუგზავნით, როგორიცაა: საჰაერო თავდაცვისა და რადარის სისტემები და საჰაერო დაზვერვის დრონები. შეიარაღების ჩვენი უკანასკნელი პაკეტის ღირებულებაა 600 მილიონი ევრო. ჩვენი მიზანი თანამედროვე უკრაინის შეიარაღებული ძალებია, რომელსაც შეეძლება საკუთარი ქვეყნის მუდმივად დაცვა". – თქვა შოლცმა.

 

კომენტარები