რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინულმა ძალებმა ხერსონის ოლქში რუსულ სამხედრო ბაზაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

უკრაინულმა ძალებმა დროებით ოკუპირებულ ხერსონის ოლქში, რუსი ოკუპანტების ბაზაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. აფეთქება ქალაქ ნოვა-კახოვკაში მოხდა. დაბომბვის შედეგად, რუსული სამხედრო ტექნიკა განადგურდა.

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ჰიდროელექტროსადგურის ტერიტორიაზე მოხდა, სადაც რუსული სამხედრო ბაზაა განთავსებული. 

"ნოვა-კახოვკაში რუსი დამპყრობლების ბაზაზე იერიში დასტურდება. იერიშის შედეგად, მშვიდობიანი მოქალაქეებიდან არავინ დაშავებულა. ოკუპანტების დანაკლისის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება". - წერს სოციალურ ქსელში უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ოპერატიული შტაბი.

კომენტარები