რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპანტებმა მარიუპოლთან შექმნეს ბანაკი, სადაც ბავშვებს ტვინს ურეცხავენ – მარიუპოლის საბჭო

მარიუპოლის საბჭოს ინფორმაციით, ოკუპანტებმა მარიუპოლთან ახლოს სოფელ მელეკინოში "საზაფხულო ბანაკი" შექმნეს, სადაც უკრაინელ ბავშვებს ტვინებს ურეცხავენ და უკრაინის მიმართ ზიზღს უნერგავენ. ინფორმაციას ამის შესახებ საბჭო Telegram-ზე ავრცელებს. 

"ოკუპანტები აგრძელებენ ნაცისტების მეთოდების იმპლემენტაციას. კოლაბორაციონისტები ცდილობენ მარიუპოლელი ბავშვების ჰიტლერის ახალგარზდებად გადაქცევას. მელეკინოში მათ ჩამოაყალიბეს ნამდვილი ბანაკები, სადაც ტვინს ურეცხავენ, იარაღით სროლასა და უკრაინის ზიზღს ასწავლიან". – აღნიშნულია განცხადებაში.

მარიუპოლის საბჭო ასევე ავრცელებს ოკუპანტების მიერ სოფელ მელეკინოში შექმნილ ბანაკში გადაღებულ ფოტოებს. 

კომენტარები