სერბეთი

სერბეთის პრეზიდენტმა EuroPride-ის ღონისძიება გააუქმა – ორგანიზატორები ჩატარებას მაინც გეგმავენ

AP Photo/Darko Vojinovic

სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა გაუქმებულად გამოაცხადა EuroPride-ის ღონისძიება, რომელიც ბელგრადში 12-18 სექტემბერს უნდა გამართულიყო. პრეზიდენტის განცხადება აგვისტოს დასაწყისში გამართულ Pride-ის საწინააღმდეგო აქციებს მოჰყვა.

ვუჩიჩის თქმით, ის თავად არ არის კმაყოფილი ამ გადაწყვეტილებით, თუმცა სერბეთს სხვა საკითხებზე კონცენტრირება უწევს, მათ შორის კოსოვოში პრობლემების, ასევე ენერგეტიკისა და სურსათის საკითხების გამო.

EuroPride-ის ორგანიზატორები ამბობენ, რომ აღლუმი მაინც გაიმართება და მისი გაუქმება არაკანონიერია.

EuroPride 2022-ის ერთ-ერთი ორგანიზატორის, მარკო მიხაილოვიჩის თქმით, სახელმწიფოს არ შეუძლია ღონისძიების გაუქმება და ამის ნებისმიერი მცდელობა კონსტიტუციის აშკარა დარღვევაა.

ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ სერბეთის მიერ EuroPride-ისთვის მასპინძლობა "მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო დასავლეთ ბალკანეთში LGBTI+ მისთვის თანასწორობის მიღწევის გზაზე".

კომენტარები