ტაილანდი

ვადის დარღვევის გამო, ტაილანდის სასამართლომ პრემიერმინისტრს უფლებამოსილება დროებით შეუჩერა

ტაილანდის სასამართლომ პრემიერმინისტრს, პრაიუთ ჩან-ოჩას მოვალეობის შესრულება მანამ შეუჩერა, სანამ არ დადგინდება, დაარღვია თუ არა პრემიერმინისტრმა თანამდებობის კანონიერი ვადის ლიმიტები.

ტაილანდის მთავრობამ პირველი ოფიციალური შეხვედრა პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ხელმძღვანელობით უკვე გამართა. პრაიუთმა კი შეინარჩუნა თავისი კაბინეტის სხვა თანამდებობა და, როგორც თავდაცვის მინისტრი, დაესწრო მთავრობის თავდაცვის საბჭოს ყოველთვიურ სხდომას. 

პრაიუთის მოწინააღმდეგეები ამტკიცებენ, რომ მან დაარღვია კანონი, რომლის მიხედვითაც პრემიერმინისტრი მხოლოდ რვა წელი უნდა დარჩეს მმართველობაში. ვადა, როგორც ამბობენ, ამოიწურა სამშაბათს - 2022 წლის 24 აგვისტოს, იგი პრემიერმინისტრი ოფიციალურად 2014 წლის 24 აგვისტოს გახდა.

თუმცა, მისი მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ ვადა უნდა დაითვალოს მას შემდეგ, რაც კონსტიტუცია, რომელიც ვადების შესახებ დებულებას შეიცავს, ამოქმედდა, ისე იგი 2017 წლიდან. სხვა ინტერპრეტაციით, ათვლა 2019 წლიდან უნდა დაიწყოს, როდესაც პრაიუტიმ საყოველთაო არჩევნებში გაიმარჯვა. 

პრაიუთის მოხსნა, სავარაუდოდ, მხოლოდ დროებითია, რადგან ტაილანდში, როგორც წესი, საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებებს პოლიტიკურ საქმეებში მთავრობის სასარგებლოდ იღებს.

თუ მას იძულებით არ დატოვებინებენ თანამდებობას, პრაიუთს არჩევნების დანიშვნა მარტამდე მოუწევს. 

საქმე - რომელშიც სასამართლო წყვეტს, დარჩა თუ არა პრემიერმინისტრი ხელისუფლებაში ვადაზე დიდხანს - ხაზს უსვამს ტაილანდის განსაკუთრებულ პოლიტიკურ კულტურას: ხშირად ჯარისკაცები, რომლებიც ამხობენ არჩეულ ლიდერებს, შემდეგ არჩევნების გამართვითა და კონსტიტუციური შეზღუდვების დაცვით ცდილობენ თავიანთი მმართველობის ლეგიტიმაციას და ოპოზიციის განმუხტვას.

კომენტარები