რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სადგურ ჩაპლინოზე სარაკეტო იერიშს ადასტურებს

ჩაპლინოს სარკინიგზო სადგური რუსეთის იერიშის შემდეგ

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში უკრაინაში, დნეპროპეტროვსკის ოლქში რკინგზის სადგურ ჩაპლინოზე სარაკეტო თავდასხმას ადასტურებენ.

რუსეთის თავდაცვის უწყების სპიკერის, იგორ კონაშენკოვის მტკიცებით, მათ იერიშს 200-ზე მეტი უკრაინელი რეზერვისტი ემსხვერპლა. 

"დნეპროპეტროვსკის ოლქში, სარკინიგზო სადგურ ჩაპლინოზე სამხედრო ეშელონზე რაკეტა ისკანდერის პირდაპირი მორტყმის შედეგად განადგურებულია უკრაინის შეიარაღებული ძალების რეზერვის 200-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და სამხედრო ტექნიკის 10 ერთეული, რომლებიც დონბასის სამხედრო მოქმედებების ზონისკენ მიიწევდნენ". – თქვა კონაშენკოვმა. 

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის, კირილ ტიმოშენკოს თქმით, 24 აგვისტოს იერიშის შედეგად დაღუპულ მოქალაქეთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია. 

უკრაინას არ უხსენებია არიან თუ არა დაღუპული სამხედროები.

უკრაინის გენერალური პროკურატორი ამბობს, რომ შემთხვევის ადგილზე აღმოაჩინეს სმერჩისა და С-300-ის სისტემის რაკეტების ფრაგმენტები, ხოლო საცხოვრებელ სახლებს მოხვდა ისკანდერის ტიპის რაკეტა.

კომენტარები