რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთში ოპოზიციონერი და ეკატერინბურგის ყოფილი მერი, ევგენი როიზმანი დააკავეს

რუსი ოპოზიციონერი და ეკატერინბურგის ყოფილი მერი ევგენი როიზმანი პოლიციამ დააკავა. რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის მიხედვით, მას ბრალი რუსეთის შეიარაღებული ძალების დისკრედიტირებაში ედება.

გამოძიება როიზმანის წინააღმდეგ მის მიერ Youtube-ზე ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ დაიწყო.

როიზმანმა დაკავებისას აღნიშნა, რომ მას იმის გამო აკავებდნენ, რომ მან ფრაზა "უკრაინაში შეჭრა" გამოიყენა.

"პრაქტიკულად ერთი ფრაზის თქმისთვის: "უკრაინაში შეჭრა". ყველგან მაქვს ნათქვამი და ახლაც ვიტყვი. ჩვენ უკვე ვიცით ყველაფერი ჩვენი ქვეყნის შესახებ. არაფერი ახალი არაა". – თქვა როიზმანმა.

მედიის ინფორმაციით, პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა როიზმანის სახლში, მის ფონდსა და კერძო მუზეუმში.

კომენტარები