უკრაინის დამოუკიდებლობის დღე

ლუკაშენკომ უკრაინას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და მშვიდობიანი ცა უსურვა

ალექსანდრ ლუკაშენკო
president.gov.by

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. მისალოცი ტექსტი ლუკაშენკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

"დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი წინააღმდეგობები ვერ დაანგრევს რუს და უკრაინელ ხალხს შორის გულწრფელი, კეთილმეზობლური ურთიერთობების მრავალსაუკუნოვან საფუძველს. ბელარუსი კვლავ მხარს დაუჭერს ჰარმონიის შენარჩუნებასა და მეგობრული, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული კონტაქტების განვითარებას ყველა დონეზე". - ვკითხულობთ მისალოც ტექსტში.

ლუკაშენკომ უკრაინელებს მშვიდობიანი ცა, ტოლერანტობა, სიმამაცე, სიმტკიცე და ჩვეული ცხოვრების აღდგენაში წარმატებები უსურვა.

24 აგვისტოს უკრაინაში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. რუსეთისგან მოსალოდნელი საფრთხის გამო კი კიევის მთავრობამ 24-25 აგვისტოს, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს მასობრივი შეკრებები, მიტინგები და სხვა ღონისძიებები აკრძალა.

კომენტარები