დიდი ბრიტანეთი

თრასის თქმით, საჭიროების შემთხვევაში, მზად იქნება ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად

ლიზ თრასი

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბრიტანეთის მმართველი კონსერვატიული პარტიის ლიდერობისა და ქვეყნის პრემიერმინისტრობის კანდიდატის, ლიზ თრასის თქმით, საჭიროების შემთხვევაში მზად იქნება ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად. 

ამის შესახებ მან კონსერვატიული პარტიის წევრებთან შეხვედრის დროს, Times Radio-ს ეთერში ისაუბრა. 

ბრიტანელმა ჟურნალისტმა, ჯონ პინარმა ლიზ თრასს ჰკითხა, თუ რა გრძნობა ექნებოდა პრემიერმინისტრი რომ ყოფილიყო და ბირთვულ ღილაკზე დაჭერის აუცილებლობის წინაშე დამდგარიყო, რაზეც საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა, რომ ამისთვის მზადაა. 

"ვფიქრობ, ეს პრემიერმინისტრის მნიშვნელოვანი ვალდებულებაა. მზად ვარ ეს გავაკეთო". – თქვა თრასმა.

კომენტარები