რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჯონსონი: არასოდეს წამით არ შემპარვია ეჭვი იმაში, რომ უკრაინა ამ ბრძოლას მოიგებს

მოხარული ვარ, რომ უკრაინას დამოუკიდებლობის გამოცხადების 31-ე წლისთავი მივულოცო და მახსოვდეს ის საოცარი დღე, როდესაც 1991 წელს უკრაინელები თავისი ქვეყნის სუვერენიტეტის აღდგენას ქუჩებში ზეიმობდნენ. სამწუხაროდ, დღეს უკრაინის დამოუკიდებლობა კიდევ ერთხელ დგას საფრთხის ქვეშ და უკრაინელი ხალხი საკუთარი სახლებისა და ოჯახების დასაცავად მტკიცედ და მამაცად იბრძვის. ისინი იბრძვიან ფუნდამენტური უფლების შესანარჩუნებლად, რომ თავიანთ ქვეყანაში საკუთარი ბედი და მომავალი თავადვე გადაწყვიტონ. 

არასოდეს ერთი წამით არ შემპარვია ეჭვი იმაში, რომ უკრაინა ამ ბრძოლას მოიგებს. იმიტომ, რომ დედამიწაზე არცერთ ძალას არ შეუძლია დაამარცხოს 44 მილიონი უკრაინელის პატრიოტიზმი. ამას რამდენი დროც არ უნდა დასჭირდეს, დიდი ბრიტანეთი უკრაინის გვერდით იდგება და მათ გაუწევს სამხედრო, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას. 24 თებერვლიდან მოყოლებული, ჩვენ უკრაინას უფრო მეტი თავდაცვითი იარაღი მივაწოდეთ, ვიდრე სხვა რომელიმე ევროპულმა ქვეყანამ. აგრეთვე, ჩვენ დიდ ბრიტანეთში მივიღეთ 100 000-ზე მეტი უკრაინელი მეგობარი, რათა აქ უსაფრთხოდ ყოფილიყვნენ. ერთ დღესაც უკრაინა დაძლევს ამ განსაცდელს და გამარჯვებას მიაღწევს. როდესაც ეს მომენტი დადგება, ჩვენ, დიდ ბრიტანეთში კიდევ უფრო მეტად ამაყები ვიქნებით, რომ უკრაინის მეგობრები ვართ. დიდება უკრაინას!

ამბობს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში დიდი ბირიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი. ჯონსონი უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

კომენტარები