კრიმინალი

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც 29 წლის ქალი ურთიერთშელაპარაკებისას გაგუდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს 1988 წელს დაბადებული კაცი, რომელმაც ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევში ნაცნობი - 29 წლის ქალი გაგუდა. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1993 წელს დაბადებული ნაცნობი ქალი - თ.ჩ. გაგუდა. პოლიციამ თ.კ. ბრალდებულის სახით დააკავა". - წერია განცხადებაში.

უწყების ცნობით, განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები