რუსეთი

რუსეთმა კალინინგრადის ოლქში ჰიპერბგერითი რაკეტებით შეიარაღებული თვითმფრინავები განათავსა

კინჟალის ტიპის ჰიპერბგერითი რაკეტით შეიარაღებული МиГ-31

რუსეთმა კალინინგრადის ოლქში, ჩკალოვსკის აეროდრომზე ჰიპერბგერითი რაკეტა კინჟალით (ხანჯალი) შეიარაღებული 3 МиГ-31 განათავსა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში თვითმფრინავების კალინინგრადში გაგზავნის მიზეზად სტრატეგიული შეკავების დამატებით ღონისძიებებს ასახელებენ.

რუსეთი ჰიპერბგერით რაკეტებს უკრაინაში მიმდინარე ომშიც იყენებს.  

ბალტიის ზღვაზე მდებარე კალინინგრადი მოქცეულია პოლონეთსა და ლიტვას შორის. რუსეთსა და კალინინგრადს შორის სარკინიგზო ტრანზიტის უმეტესი ნაწილი ბელორუსისა და ლიტვის გავლით ხორციელდებოდა.

18 ივნისს კალინინგრადის გუბერნატორმა ანტონ ალიხანოვმა განაცხადა, რომ ლიტვის რკინიგზამ შეატყობინა რეგიონის ხელისუფლებას შეზღუდვების დაწესების შესახებ იმ საქონლის ტრანზიტზე, რომელიც ექვემდებარება ევროკავშირის სანქციებს რუსეთიდან კალინინგრადის მიმართულებით. მოგვიანებით კონფლიქტი შედარებით მოგვარდა, თუმცა რეგიონი რჩება რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე დაუცველ ტერიტორიად.

კომენტარები