ისრაელის საელჩო

"მოუთმენლად ველი, უკეთ გავიცნო ეს მშვენიერი ქვეყანა" – ისრაელის ახალი ელჩი საქართველოში

საქართველოში ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი იქნება. მის განცხადებას საელჩო Facebook-გვერდზე აქვეყნებს. 

"ჩემთვის დიდი პატივია და უაღრესად მოხარული ვარ შევუდგე ჩემს საქმიანობას საქართველოში ისრაელის ახლადდანიშნული ელჩის რანგში. ისრაელსა და საქართველოს მეგობრობისა და დიპლომატიური კავშირების მდიდარი ისტორია აქვთ. მოუთმენლად ველი საკუთარი წვლილი შევიტანო ჩვენი მჭიდრო ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაში და ასევე, უკეთ გავიცნო ეს მშვენიერი ქვეყნა". - ვკითხულობთ ჰადას მეიცადის განცხადებაში. 

რან გიდორს უფლებამოსილების ვადა 2022 წლის ივლისში ამოეწურა. 

კომენტარები