ეზრა მილერი

ეზრა მილერი: მსურს ბოდიში მოვუხადო ყველას, ვინც ჩემი ქცევებით გავანაწყენე

ფლეშის ვარსკვლავის, ეზრა მილერის თქმით, ფსიქიკური ჯანმრთელობის კომპლექსური პრობლემები აქვს და მკურნალობა დაიწყო, საკუთარი ქმედებების გამო განაწყენებულ ადამიანებს კი ბოდიშს უხდის.

"ბოლოდროინდელი ინტენსიური კრიზისული პერიოდის ფონზე მივხვდი, რომ მაქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის კომპლექსური პრობლემები და დავიწყე მკურნალობა. მსურს ბოდიში მოვუხადო ყველას, ვინც ჩემი წარსული ქცევებით შევაშფოთე და გავანაწყენე. მზად ვარ გადავდგა ყველა აუცილებელი ნაბიჯი, რათა დავუბრუნდე ჯანმრთელ, უსაფრთხო და პროდუქტიულ ეტაპს ჩემს ცხოვრებაში". - თქვა მან.

2020 წლის მარტში ეზრა მილერი თაყვანისმცემელს თავს დაესხა - ქალი ასფალტზე დააგდო და მის დახრჩობას ცდილობდა. მიმდინარე წლის მარტში მსახიობი ხულიგნობისთვის დააკავეს, ხოლო აგვისტოში პოლიციელებმა მილერი ვიდეოკამერების ჩანაწერებში ამოიცნეს, იგი სხვის სახლში შეიპარა და ალკოჰოლი მოიპარა - საქმეზე სასამართლო 26 სექტემბერს გაიმართება.

კომენტარები